დღე პირველი
გავიგე ინტელის ტრენინგი რას მოიცავს,რა არის მისი მიზნები და ამოცანები. გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს,გავეცანით პროექტების ტიპებს და გეგმებს.შევქმენით პროფესიული საქაღალდე.
დღე მეორე
დღეს გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას,ასევე პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტებს,გავიგე როგორ უნდა დავგეგმო სტატია.გავაკეთეთ პროექტის
ბროშურა,რომელიც დასამთავრებელი მაქვს.დავგეგმეთ პროექტის გეგმა და დავიწყეთ მასზე მუშაობა.
დღე მესამე
დღეს დავამთავრე პროექტის ბროშურაზე მუშაობა და ავტვირთე ჩემს პორტფოლიოში. პროექტის გეგმის შევსება დავიწყე. გავიგე ვიდეო გაკვეთილების პორტალის შესახებ,რასაც გამოვიყენებ პრაქტიკაში.განვიხილეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩო,შეფასების სხვადასხვა მეთოდები,რაზე მუშაობაც მეტად დიდ დროს მოითხოვს.დავალება გვაქვს და ბევრია სამუშაო. ნელ-ნელა ირკვევა ბუნდოვანი საკითხები.
დღე მეოთხე
დღე ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ გავიდა.ვიმუშავეთ გუგლ დრაივში,შევადგინეთ ელექტრონული კითხვარი გამოკითხვებისთვის,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას.ვისწავლეთ ერთმანეთთან საქაღალდეების გაზიარება და ონლაინ რეჟიმში მუშაობა.მადლობა ბატონ გიორგის მოთმინებისა და ყურადღებისათვის.
დღე მეხუთე
დღეს ვისწავლეთ ელექტრონული პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე.ვისწავლეთ პორტფოლიოს გაფორმება გაჯეტებით.გავაზიარეთ პორტფოლიო საჯაროდ.გავეცანით მედიარესურსების კრიტიკულ შეფასებას სკოლაში,ბევრი რამ გავიგე რესურსების სანდოობაზე.გავეცანით ერთმანეთის პროექტებს და ვიმსჯელეთ მის მახასიათებლებზე.დღევანდელი დღე ძალიან პროდუქტიული გამოდგა.
დღე მეექვსე
დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაციაზე,ასევე ჯგუფური სამუშაოს შეფასების რუბრიკაზე ჯგუფებში.ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო დღევანდელი დღე.მადლობას გიხდით ბატონო გიორგი ყველაფერისთვის.
დღე მეშვიდე
დღეს გავეცანით საავტორო უფლებების ლეგიტიმაციას,მასალების ლეგიტიმური გამოყენების განმსაზღვრელ 4 ფაქტორს. შევავსეთ საავტორო უფლებების მარტივი შაბლონი და ავტვირთე ჩემს საქაღალდეში.შემდეგ გავეცანით პროექტის პრეზენტაციის სტრუქტურას.შემდეგისთვის უნდა შევადგინოთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა.დღეს ელექტროენერგიამ ძალიან გაგვაწვალა.
დღე მერვე
დღეს ძირითადად ვიმუშავეთ პრეზენტაციის სლაიდების გაფორმებაზე,ვისწავლე როგორ უნდა გადავიტანო სლაიდზე ვიდეო და აუდიო ფაილი.ინტერნეტმა ისევ გაგვაწვალა. შემდეგ მოსვლაზე უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები,რომელსაც მოუთმენლად ველოდები.
დღე მეცხრე
ტრენინგის ბოლოს წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები,შევაფასეთ კომენტარებით.ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგი იყო.ამ გამოცდილებას ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენებ.ჩვენს ტრენერს დიდ მადლობას გადავუხდი.
No comments:
Post a Comment